კომაროვის სკოლის მე-8 კლასში მისაღები გამოცდა ხვალ, 25 ივლისს ჩატარდება


შეგახსენებთ, რომ კომაროვის სკოლის მე-8 კლასში მისაღები გამოცდა ხვალ, 25 ივლისს ჩატარდება.

გამოცდაზე რეგისტრაცია  დაიწყება- 07:30 საათიდან

გამოცდა დაიწყება  - 08:30 საათზე

გამოცდის ჩატარების ადგილი: სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა (მისამართი: ვაჟა-ფშაველას N49).

გამოცდაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:

  • საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის, სასურველია, წყალი (პლასტმასის ბოთლით).
  • აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი  (ან აიდი ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა).

 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის. 

 

  • მე-8 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მხოლოდ მათემატიკაში.

მე-8 კლასში მისაღებ მათემატიკის საგამოცდო ბილეთში იქნება 30 დახურბოლოიანი საკითხი:

  • პირველი 24 საკითხი იქნება 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.
  • ბოლო 6 საკითხი იქნება 6 სავარაუდო პასუხით და შეფასდება 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6 ქულებით. ინფორმაცია რამდენი ქულით შეფასდება საკითხი მითითებული იქნება ტესტში.

ტესტის მაქსიმალური ქულა: 62.1
საგამოცდო დრო: 3 საათი

მე-8 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 8  მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-8 შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55 %-ს მაინც.

 

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!

 


ზემოთ